|
2023-12-29 16:14:54, 767 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებზე - ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას, მკაცრი რეაგირება გვექნება
ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას. ჩვენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ყოველთვის ვიზრუნებთ, მსგავს ფაქტებზე კი მკაცრი რეაგირება გვექნება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმებაზე საუბრისას განაცხადა. აზარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა. „ფარმაცევტული კომპანიები პაციენტებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. ამაზე სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა აზარაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)