|
2023-12-29 09:39:28, 800 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინსა და იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნული. პენტაგონის ცნობით, ოსტინმა და გალანტმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ისრაელის სამხედრო კამპანია განიხილეს. „მხარეებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში და მზადება სტაბილიზაციის ეტაპისთვის, რომელიც მოჰყვება ძირითად საბრძოლო ოპერაციებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის გადაწყვეტილება, უზრუნველყოს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აღარ დაემუქრება ისრაელის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, საუბრისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარების მნიშვნელობასაც გაუსვა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)