|
2023-12-28 16:52:18, 591 ნახვა
საზოგადოება
ლილოს მიუსაფარ პირთა თავშესაფარში საშობაო გამოფენა გაიმართა
დედაქალაქის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში“ მიუსაფარ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა გაიმართა, სადაც 400-მდე ნახატი და ნაკეთობა იყო წარმოდგენილი. ბენეფიციარებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიუსაფარი პირები, თავშესაფრის ხელმძღვანელობის ინიციატივით, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დახმარებით, სწავლობენ და ავითარებენ უნარებს ხატვის, ძერწვის, ქსოვის, ქარგვისა და სხვა მიმართულებით. "აღნიშნული ღონისძიებების მიზანი მიუსაფარ პირთა მიმართ ზრუნვა და მათი შესაძლებლობების განვითარებაა, რათა შემდგომში დასაქმება შეძლონ. თავშესაფრის ხელმძღვანელობამ ღონისძიების დასასრულს მობინადრეებს, ტრადიციულად, საახალწლო ნობათები გადასცა. დღეისთვის ლილოს მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავსესაფარში 123 მობინადრე ირიცხება. ისინი თავშესაფრში ორჯერადი კვებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებითა და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების ნივთებით არიან უზრუნველყოფილი",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)