|
2023-12-28 10:13:00, 1094 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის დეკემბერში 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, 4 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში - აბაშის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ხობის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე კი, 20 ერთეული კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,77 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ძელი) იყო განთავსებული. „თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. მოქალაქეებს შუახევის, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ლენტური, ხონის მუნიციპალიტეტში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. საამქროების ტერიტორიებიდან ამოღებულია, ჯამში, 28 ერთეული წიფლისა და თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან რვავე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)