|
2023-12-27 20:24:05, 875 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ერდოღანი ქურთების გენოციდს ატარებს - ის უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს
ერდოღანი ქურთების გენოციდს ატარებს და რეკორდი აქვს დამყარებული ციხეში მყოფი, მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების რაოდენობით, ის უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს, - ასე უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, სადაც ერდღანმა ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა. როგორც ნეთანიაჰუ აღნიშნავს, ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში. „ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში, რომელიც იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, ჰამას-დაეშს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი მას აქებს და მასპინძლობს მათ ლიდერებს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაადანაშაულა და ჰიტლერს შეადარა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)