|
2023-12-27 15:21:12, 614 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაწესებულება, ერთდროულად, 400-მდე ბავშვსა და 18 წლამდე მოზარდს ემსახურება, რომლებსაც ნეიროგანვითარებით, ქცევით თუ ემოციურ სირთულეებზე ორიენტირებულ თერაპიულ მომსახურებებს სთავაზობს. "ცენტრის მიზანი ბენეფიციარების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობაა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარებმა კომბინირებული თერაპიების სერვისის მიღება, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ერთ სივრცეში შეძლონ. ცენტრში ფუნქციონირებს ხელოვნებისა და მუსიკის, ფიზიკური და სენსორული, მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის მიმართულებები. „კარავში“ მოქმედებს „მშობელთა სკოლაც“, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო და მხარდამჭერ აქტივობებში. ბენეფიციარებს სპეციალური თერაპიები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტში“ უტარდებოდათ. დაწესებულების დახურვის შემდეგ, მომსახურების უწყვეტობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სახალხო დამცველთან კოორდინაციით, „ევექსმა“, ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გახსნა, რომელიც 6 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ნეიროგანვითარების ცენტრი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს კაპიტალის (GCAP) თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგიამ დაათვალიერეს",- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)