|
2023-12-26 23:04:23, 729 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ასევე, სკოლებში
ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ პროექტებზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებაში ქართული ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია მიმდინარეობს როგორც განათლების მიმართულებით, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების კუთხით. “ჩვენ დავაწესეთ ახალი ინიციატივით „ჯარის ბანაკები“, შევედით სკოლებში საგნით „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ძალიან საინტერესო და პოპულარულია აღნიშნული მიმართულება. მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ასევე, სკოლებში. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა სკოლას მოვიცავთ წელს ან მაქსიმუმ მომავალ წელს, სადაც ჩავატარებთ აღნიშნულ საგნებს“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართული ჯარის პოპულარიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის დამსხვრევას, თითქოს ჯარში მსახური ცუდია. “საზოგადოებაში არსებულ კომუნისტურ და საბჭოთა სტერეოტიპს, რომ ჯარი არის ცუდი, ჩვენ რამდენიმე წელიწადში აბსოლუტურად შევცვლით და ეს აზროვნება აღარ იარსებებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში”, - განაცხადა ბურჭულაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)