|
2023-12-26 16:15:12, 701 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ საახალწლოდ ერთგულებით სავსე აპარატი მოგიმზადა
Საახალწლო საყიდლებზე რომ გახვალ და მაღაზიების შემოვლის მარათონში ჩაერთვები, არ დაგავიწყდეს, რომ 26 დეკემბრიდან, სითი მოლის LG სართულზე ერთგულებით სავსე აპარატი დაგხვდება. წინასაახალწლოდ, უფრო მეტი ერთგული ქულა რომ დააგროვო, „თიბისიმ“ კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოგიმზადა. გადაიხადე „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით ან ელექტრონული საფულით ერთგულებით სავსე ტერმინალზე და დააგროვე ერთგული ქულები მარტივად, რადგან აპარატიდან ჩამოვარდნილი 1 გული = 1 ქულას. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ფერადი გული საჩუქრად ხელს გააყოლო და სანამ ამ პატარა საჩუქრით გულს იჯერებ, დახარჯული 1 ლარი, უკან 1 ერთგული ქულის სახით დაგიბრუნდება. დღის მანძილზე შეგიძლია, ერთგულებით სავსე აპარატს მაქსიმუმ 5-ჯერ ესტუმრო და 5 გულით სავსემ გააგრძელო ახალი წლისთვის მზადება. თუ დაგაინტერესებს, რამდენი ფერადი გული შეგიგროვდა, გულზე QR კოდია გამოსახული და მისი დასკანერებით შენს ციფრულ ბანკში მოხვდები. იქ ქულების დათვლის გარდა, შეგიძლია, შეამოწმო, ერთგულის ლოიალობის პროგრამის რომელ ეტაპზე ხარ და კიდევ რამდენი გადახდა დაგრჩა იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე. გახსოვდეს, რომ დაგროვილი ქულები შეგიძლია გამოიყენო, როცა მოგესურვება და დახარჯო ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)