|
2023-12-26 15:42:36, 744 ნახვა
მსოფლიო
მედია - აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, ორი ფრანგი დიპლომატი კი ქვეყნიდან გააძევა
აზერბაიჯანმა საფრანგეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, 26 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა ბოიონი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ გამოხატა "სერიოზული პროტესტი" 1961 წლის ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის საწინააღმდეგო საქმიანობასთან და დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო ქმედებებზე და საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მედიის ცნობითვე, აღნიშნულ პირებს აზერბაიჯანის 48 საათის განმავლობაში დატოვება მოსთხოვეს. აღსანიშნავია, რონ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა საფრანგეთის ელჩს უკვე გადაეცა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)