|
2023-12-25 10:18:54, 737 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "დეზინფორმაციის გავრცელების პროცესში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ პარტიასთან კოორდინირებული გზავნილებით, დეზინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს ცალკეული, წარმატებული პროექტების შესახებ". "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს. აღსანიშნავია, რომ პარტიული მესიჯბოქსი ვერ სცდება ისეთ საკითხებზე ყალბი ახალი ამბების გამოგონებას, როგორიც არის თავდაცვის ძალების ჩაცმულობა, თუ კვების ხარისხი. სამწუხაროდ, ამ პროცესში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ პარტიასთან კოორდინირებული გზავნილებით, დეზინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს ცალკეული, წარმატებული პროექტების შესახებ. ამ ბრალდებების აბსურდულობა ყველაზე კარგად იციან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც დროულად და შეუფერხებლად მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ნატოს სტანდარტების ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები. ისინი კარგად ხედავენ განსახვავებას, ხარისხისა და მიწოდების თვალსაზრისით. „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე არსებობდა, როგორც სამხედროების ფორმების ხარისხთან დაკავშირებით, ასევე მიწოდების დროულობის თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით შეიქმნა საწარმო. საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროებისთვის ნათელია, ასევე, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების რეალური სახე, რომლებიც ცდილობენ, გააგრძელონ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ყველა საკითხი. აღნიშნული ჯგუფების მიერ საზოგადოების დეზინფორმირების საწინააღმდეგოდ, თავდაცვის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)