|
2023-12-24 16:43:39, 710 ნახვა
მსოფლიო
მაია სანდუ მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. როგორც სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო ვიდეომიმართვაში განაცხადა, "აუცილებელია, ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, მოლდოვის მომავლისთვის რა გზას ირჩევს". "კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისა და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავლის გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მთელმა ქვეყანამ მკაფიოდ თქვას, რა გზას ვირჩევთ მოლდოვის მომავლისთვის. მოვუწოდებ პარლამენტს, მომავალ წელს, შემოდგომაზე მოახდინოს რეფერენდუმის ინიცირება, რომელზეც ყველა მოქალაქის ხმა გადამწყვეტი იქნება",- თქვა მაია სანდუმ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)