|
2023-12-23 12:24:28, 1308 ნახვა
ეკონომიკა
სრულყოფილი 5G, პირველად საქართველოში, სელფი მობაილმა წარმატებულად გაუშვა თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში
საქართველოში მობილური ტექნოლოგიების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო - სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, დღეს გუდაურში, ოფიციალურ ცერემონიაზე, მოწინავე ტელეკომუნიკაციების სფეროში ტექნოლოგიის, 5G-ის დანერგვა აღნიშნა. 5G ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს მომსახურების ფუნდამენტურად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, უკვე სრულად ხელმისაწვდომია გუდაურსა და ბაკურიანში, ასევე თბილისის ორ უბანში - დიდუბესა და დიდ დიღომში. სელფის 5G ქსელი თბილისში საპილოტე რეჟიმში 21 ნოემბერს ჩაირთო და ამ დრომდე ის უკვე 5,000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს დანადგარებით, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის აგვისტოში გაფორმდა. კონტრაქტის ფარგლებში სელფი 5G-ს მთელი საქართველოს მასშტაბით ავითარებს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის წარმატებით და სრულყოფილად დასანერგად საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე. სელფი საქართველოში მოწინავე ციფრული მობილური ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ინოვაციების შემოტანით. სელფის სტრატეგიასთან სრულ თანხვედრაშია კომპანიის გადაწყვეტილება, დაენერგა საქართველოში პირველი 5G. სელფი, არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს 5G ქსელის შენებას. ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს და მინიმუმამდე შეამცირებს შეფერხებებს, საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადავა ისეთ უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)