15:34 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 17:41:42, 1487 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის

ევროკავშირი უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთო ჯამში, გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ენერგომომარაგება.

"რუსეთის სასტიკმა თავდასხმებმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაუცველი დატოვა, ამიტომ, უკრაინაში დამატებით 500 ელექტრო გენერატორი გაიგზავნება.

საერთო ჯამში, გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი ენერგომომარაგება და შენარჩუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობა", - აღნიშნავენ ევროკომისიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics