|
2023-12-22 16:31:47, 823 ნახვა
მსოფლიო
WSJ - ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ იყო ორგანიზებული
"ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის, მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი დასავლურ სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებსა და კრემლის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა მათ განუცხადა, რომ აგვისტოს დასაწყისში, როდესაც რუსი მაღალაჩინოსნების ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა, პატრუშევმა თავის თანაშემწეს უბრძანა, დაეწყო პრიგოჟინის ლიკვიდაციის ოპერაციის მომზადება, რომელიც ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა. "დასავლეთის დაზვერვის ოფიცრებისა და რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, მეთაურის მკვლელობა ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა და დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უძველესმა მოკავშირემ და რწმუნებულმა, ყოფილმა ჯაშუშმა ნიკოლაი პატრუშევმა. პატრუშევის როლი პრიგოჟინის მოკვლის გეგმის განხორციელებაში აქამდე არ იყო ცნობილი", - წერს გამოცემა. შეგახსენებთ, კერძო თვითმფრინავი Embraer, რომელზეც ვაგნერის დამფუძნებელი იმყოფებოდა და მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ევგენი პრიგოჟინი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)