|
2023-12-22 11:03:04, 628 ნახვა
საზოგადოება
ნოე მეგრელიშვილი ჰაერის კონვენციის აღმასრულებელი ორგანოს ბიუროს ვიცე-თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს
ქალაქ ჟენევაში გამართულ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) აღმასრულებელი ორგანოს 43-ე სხდომაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი კონვენციის აღმასრულებელი ორგანოს ბიუროს ვიცე-თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნოე მეგრელიშვილმა აღნიშნული პოსტი პირველად, 2021 წელს, ორი წლის ვადით დაიკავა. „ჰაერის კონვენცია აერთიანებს აშშ-ს, კანადას, ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებს. კონვენციის ფარგლებში, საერთაშორისო დონეზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით მიმდინარეობს მსოფლიოში მოწინავე სამეცნიერო და პოლიტიკური საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ჰაერის დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებებით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის რეგიონში. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო წლებში, განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, მათ შორის: საწვავის ხარისხის ევრო 5 სტანდარტამდე გაუმჯობესება, ავტომობილების გამონაბოლქვის გზაზე კონტროლის შემოღება, ავტომობილების ემისიის ევრო 5 სტანდარტის დაწესება, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის გაუმჯობესება, სამრეწველო გაფრქვევების შემცირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება, ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობა და ა.შ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)