|
2023-12-22 10:10:17, 650 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ გუნდი ბერლინში საერთაშორისო კონფერენცია AutomationSTAR- ს დაესწრო
„თიბისის“ ტესტერთა გუნდი ბერლინში კონფერენციას AutomationSTAR-ს დაესწრო. AutomationSTAR 2-დღიანი ღონისძიებაა, 2023 წელს 31-დ ჩატარდა და მთელი მსოფლიოდან ტესტირების სფეროს ასობით ლიდერს და ინჟინერს უმასპინძლა. კონფერენციის სპიკერებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს. მათ შორის, ტესტირების ზოგად სტრატეგიებზე, ავტომატიზაციის სამიზნე ფუნქციონალის სწორად შერჩევაზე მთლიან სისტემაში, გუნდებში როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებაზე, რისკების მართვაზე, პროექტის ჩარჩოზე, ტესტირების ავტომატიზაცია-ზე CI/CD pipeline-ებში და სხვა. „AutomationSTAR და მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა კომპანიის გამოცდილების, მიდგომების და ხედვების შესახებ იღებ ინფორმაციას და ფართო მასშტაბზე გადიხარ. ასევე, ჩვენი განვითარებისა და მოტივაციისთვისაც უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ალინა ტყაბლაძე, „თიბისის“ ტესტირების ავტომატიზაციის მენეჯერი და დივიზიის ლიდი. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)