|
2023-12-21 22:09:05, 901 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. "საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელი განეიტრალებულია. ამასთან ერთად, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)