|
2023-12-21 16:53:44, 969 ნახვა
საზოგადოება
მედია - უკრაინის 20-მდე მოქალაქე რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი
უკრაინის 20-მდე მოქალაქე, საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Эхo Кавказа ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ისინი საქართველოს საგუშაგოს ტერიტორიაზე, ბუფერულ ზონაში არიან განლაგებული. უკრაინის მოქალაქე ანდრეი სურჟკომ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირაა, საზღვარზე იმყოფება და მასთან ერთად არიან ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც სარდაფში, იატაკზე სძინავთ. "მინდა უკრაინაში წავიდე. ცუდად ვარ: კუჭის წყლული მაქვს, სასწრაფო გამოვიძახე, თუმცა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს მაძლევენ. მკურნალობა მჭირდება და არ ვიცი, რა გავაკეთო", - განაცხადა სურჟკომ. საზღვარზე ჩარჩენილი კიდევ ერთი პირი ვადიმ ლევჩენკო Paper Kartuli-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის უკვე თვეზე მეტია, რაც საზღვარზე იმყოფება.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)