|
2023-12-20 19:42:04, 963 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის სეიმის წევრი - ახალი კოალიცია ცდილობს, საზოგადოებრივი ტელევიზია ხელში ჩაიგდოს
ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლიანობის“ წარმომადგენელი მარკინ პრჟიდაჩი აცხადებს. როგორც პრჟიდაჩი აღნიშნავს, ქვეყნის ახლმა პრემიერ-მინსიტრმა, დონალდ ტუსკმა იცის, რომ ახალი კანონმდებლობის მიღებას დრო სჭირდება, ამიტომ სურს, რომ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი "ხელში ძალის გამოყენებით ჩაიგდოს". „ახალი წესრიგი დონალდ ტუსკის მმართველობის პირობებში. ახალი კოალიცია ცდილობს, ხელში ჩაიგდოს პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამისთვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დუდამ. ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება წარმატების ყოველგვარი გარანტიის გარეშე. სწორედ ამიტომ მათ სურთ, ეს ძალის გამოყენებით გააკეთონ. მაუწყებლობა უკვე შეწყვიტა საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხმა. ზოგიერთმა დეპუტატმა ამ კაცის შეჩერება სცადა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ბნელი დრო პოლონეთში“, - წერს პრჟიდაჩი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)