|
2023-12-20 11:10:36, 1053 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინი - ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება სტრატეგიული არჩევანია
რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას France-24 ავრცელებს. როგორც გამოცემა ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელზე CCTV-ზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრისას სი ძინპინმა მიშუსტინს უთხრა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება "სტრატეგიული არჩევანია". "ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება ორივე მხარის მიერ გაკეთებული სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ეფუძნება ორი ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს",- განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. სი ძინპინმა ასევე თქვა, რომ ქვეყნებმა "უწყვეტად უნდა გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კავშირების დადებითი ეფექტი და გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა თუ სხვა სფეროებში". France-24-ის ცნობით, თავის მხრივ, მიშუსტინმა მის კოლეგასთან, პრემიერ ლი ჩიანგთან დისკუსიის დროს განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობამ "ყველა დროის მაქსიმუმს" მიაღწია.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)