|
2023-12-18 22:56:46, 793 ნახვა
მსოფლიო
გალანტი - ისრაელის გამარჯვება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას
ჩვენი საერთო მტრები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან და იციან, რომ ისრაელის გამარჯვება არის თავისუფალი სამყაროს გამარჯვება, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას, -ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ამერიკელ კოლეგასთან, ლოიდ ოსტინთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გალანტი აღნიშნავს, ისრაელი იბრძვის სასტიკ მტერთან, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება. "ჩვენ ვიცით ომის სირთულე. ჩვენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ვიცით, რომ ამას დრო სჭირდება. ჩვენი მტრებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს და ვმოქმედებთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)