|
2023-12-18 22:15:48, 957 ნახვა
მსოფლიო
დღეიდან ერთნაირსქესიანი წყვილები რომის კათოლიკე ეკლესიაში ურთიერთობის კურთხევის წესს მიიღებენ
რომის პაპმა ფრანცისკემ მღვდლებს უფლება მისცა დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პაპი ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, დღეიდან ერთნაირსქესიანი წყვილები რომის კათოლიკე ეკლესიაში მათი ურთიერთობის კურთხევის წესს (და არა ჯვრისწერის საიდუმლოს) მიიღებენ. ვატიკანი აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ნიშანია იმისა, რომ "ღმერთი მიესალმება ყველას" და ასევე აღნიშნავენ, რომ დალოცვა არ ნიშნავს და არ აღნიშნავს ერთნაირსქესიან წყვილთა შეკავშირებას ან ამ კავშირის აღიარებას. ვატიკანი ქორწინებას კვლავ განიხილავს, მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის. ტექსტის გაცნობისას, კარდინალმა ვიქტორ მანუელ ფერნანდესმა, ეკლესიის პრეფექტმა, თქვა, რომ მიღებული ახალი დეკლარაცია კვლავ რჩება "ქორწინების შესახებ მტკიცე ეკლესიის ტრადიციულ დოქტრინაზე". "ადამიანების დალოცვა არ საჭიროებს "მორალურ სრულყოფილებას", - განაცხადა რომის პაპმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)