|
2023-12-18 18:28:51, 664 ნახვა
საზოგადოება
მერია - ჩუღურეთის გამგეობის მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა
ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 61 მისამართზე გზის საფარი. 28 მისამართზე მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი. რეაბილიტირდა 50 არსებული და მოეწყო ერთი ახალი სკვერი. რაიონის მასშტაბით, რეაბილიტირდა 18 სპორტული მოედანი. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში 108 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 13 ავარიული თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი. 10 მისამართზე რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე და აივანი. ასევე, 30 მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა. "მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 7 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება. მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 17 048 899 ლარი დაიხარჯა. რაიონის გამგებელმა მოსულ სტუმრებს 2024 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო. ღონისძიების ბოლოს დავით მაქაცარიამ მოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა რაიონში განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის. ჩუღურეთის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს მაჟორიტარი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)