|
2023-12-18 11:13:06, 2234 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემა „იმედი Live“-ში „თავდაცვის კოდექსზე“ ისაუბრა. მისი განცხადებით, თავდაცვის ახალი კოდექსი უწყებაში არეგულირებს სამართლებრივ სფეროს. მინისტრმა განაცხადა, რომ გათვალისწინებულია ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება და მორგებულია საქართველოს რეალობას. მან, შვედეთის მაგალითზე, „ნებაყოფლობითი ვალდებულების“ პრინციპზეც გაამახვილა ყურადღება. „კონკრეტულ ჯგუფებს უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, ჩვენ ტოტალურად ყველას გავიწვევთ ჯარში. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომელიც შეიძლებოდა მარტივად ინტეგრირებულიყო ჩვენს რეალობაში, მათ შორის, ბალტიის ქვეყნების, შვეიცარიის, შვედეთის, ნორვეგიისა და ფინეთის. შვედებს აქვთ ასეთი ტერმინი - „ნებაყოფლობითი ვალდებულება“, რომელიც გულისხმობს ჯარისგან თავის არიდების მექანიზმების ჩაკეტვასა და სამხედრო მოსამსახურეებისათვის პირობების გაუმჯობესებას“, - თქვა ბურჭულაძემ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასაწვევ პირთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებზე და გასაწვევ პირებს სთავაზობს მოქნილ პირობებს. „ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რომ გვყავდეს დიდი რეზერვი. კონვერსიული შესაძლებლობების პარალელურად, უნდა განვავითაროთ სამოქალაქო თავდაცვა, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ წელიწადში, დაახლოებით, 5 ათას წვევამდელს გადავამზადებთ. ეტაპობრივად მივაღწევთ იმას, რომ გვეყოლება ძლიერი რეზერვი“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ბურჭულაძემ სამხედრო მოსამსახურეებისთვის პირობების გაუმჯობესებისა და სოციალური გარანტიების შესახებაც გაამახვილა ყურადღება. „წვევამდელის ანაზღაურება იყო 60 ლარი, 2025 წლიდან კი, 600 ლარი იქნება“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვევამდელებს გადაამზადებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და ისინი მხოლოდ სამხედრო მოსამსახურის ფუნქციებს შეასრულებენ. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა კონკრეტული ჯგუფის მიერ წარმოებულ გაწვევების საწინააღმდეგო კამპანიაზეც და აღნიშნა, რომ სამართლებრივ ხარვეზებზე უწყებას მყისიერი რეაგირება ექნება. „თუ იქნება მცდელობა, რომ გაწვევის წინააღმდეგ კიდევ ახალი სამართლებრივი მექანიზმი მოიგონოს რომელიმე ჯგუფმა, ამაზე გვექნება ძალიან სწრაფი რეაგირება“, - აღნიშნა ბურჭულაძემ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)