|
2023-12-17 16:53:50, 940 ნახვა
საზოგადოება
კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა
ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1962 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი, ხოლო 1964 წელს დოკუმენტური ფილმი თუჯი. 1966 წელს გადაღებულმა მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა, გიორგობისთვე კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის სპეციალური კინოპრესის ჯილდო მიიღო. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი, ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. 2022 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა. ოთარ იოსელიანი 1980-იანი წლებიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მის ფილმებს შორისაა, იყო შაშვი მგალობელი, პასტორალი, ბასკთა ქვეყანაში, მშვიდობით მწვანე მდელო, ასევე, დოკუმენტური ფილმები, ძველი ქართული სიმღერა, საპოვნელა და სხვები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)