|
2023-12-17 12:51:17, 1247 ნახვა
ეკონომიკა
Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტში ბაზა გააფართოვა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის მანძილზე აორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას და ახალ მიმართულებებს ამატებს. ,,მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკავშირის სტატუსის მოპოვება. სიმბოლურია, რომ დღეს, 27-ე მიმართულებით დაიწყო ფრენენი ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით. კოპენჰაგენი არის კიდევ ახალი შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად, მოქნილად და შეღავათიან ფასებში იმგზავრონ ევროპის მიმართულებით. მეოთხე ბაზირებულმა ხომალდმა საშუალება მოგვცა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ზომის ბაზად გადაქცეულიყო. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის ძალიან მზარდი და მოთხოვნადი აეროპორტი და საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ავიამიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)