|
2023-12-16 13:19:55, 882 ნახვა
სამართალი
აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბრიუს შვარცმა. “აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების პარაფირება ხანგრძლივი მოლაპარაკებების ლოგიკური ეტაპია. მას წინ უძღოდა 2023 წლის იანვარ-თებერვალში ორმხრივი კონსულტაციები მხარეებს შორის თბილისში. ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ და მოქნილ თანამშრომლობას და გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას. დოკუმენტის პარაფირების ცერემონიამდე იუსტიციის მინისტრი აშშ-ის გენერალურ პროკურორ მერიკ ბ. გარლანდს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ მეტად გაძლიერებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)