|
2023-12-15 16:58:04, 1141 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის წევრის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს პარლამენტმა დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის წევრის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. დავით ნარმანია პირველი ვადით, 6 წლით, საქართველოს პარლამენტმა მარეგულირებელი კომისიის წევრის პოზიციაზე 2017 წელს აირჩია და 2019 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს კომისიას. "კომისიის წევრის ვაკანტურ პოზიციაზე, 6 წლით, დავით ნარმანიას კანდიდატურა შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის", - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)