|
2023-12-14 16:12:03, 816 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი არა პრორუსები, არამედ პროეროვნულები არიან - ისინი ქვეყნის ინტერესებს იცავენ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინი აღნიშნავს, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები პროეროვნულები არიან, რადგან ისინი თავიანთი ქვეყნების ინტერესებს იცავენ. "ფიცო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს", - განაცხადა პუტინმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს და აღნიშნავს, რომ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ევროპელი ფერმერებისთვის, ევროკავშირის ბიუჯეტისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება სლოვაკეთის პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ უკრაინისათვის უნდა არსებობდეს მომავალში წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის არსებობს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)