|
2023-12-14 14:42:39, 730 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - რუმინეთში ქართველი მეზღვაური გემიდან გადავარდა და დინებამ გაიტაცა
რუმინეთში, კონსტანცას ნავსადგურის აკვატორიაში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და დინებამ გაიტაცა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევა სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, გუშინ, 13 დეკემბერს მოხდა. „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა, მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე ამოყვანა. რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მეზღვაურის ძებნის ოპერაცია ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს“, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)