|
2023-12-14 10:53:01, 790 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტუსკთან საუბრისას ევროპული საბჭოს სამომავლო გადაწყვეტილებები განიხილა. "ოსლოში ყოფნისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩემს მეგობარს დანიშვნა და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავის დაწყება მივულოცე. ევროპული საბჭოს სხდომის წინა დღეს, ჩვენ მისი სამომავლო გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რაც მთელი ევროპული საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს. მე გულწრფელი მხარდაჭერის სიტყვები მოვისმინე. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ - უკრაინა და პოლონეთი. დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის ახალ მთავრობასთან ერთად, ჩვენს ურთიერთობებში არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის ორმხრივად მომგებიანი გზით მოგვარებას შევძლებთ", - წერს ზელენსკი.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)