|
2023-12-13 17:54:57, 484 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 28,7 მილიარდი ლარია. მისი თქმით, ჯამური თანხის 30% - 8,6 მილიარდ ლარზე მეტი, მიიმართება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე; 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% - განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% - 2,9 მილიარდი ლარი - თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე - 940 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი, საიდანაც 2,1 მილიარდი ლარი მიიმართება ზემოხსენებული სფეროების განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე, ხოლო სხვა მიმართულებებით, როგორიცაა: საგზაო, მუნიციპალური წყალმომარაგება და სხვა კაპიტალური ხარჯები, მათი დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 4,9 მილიარდი ლარი, მთლიანი რესურსის 17%. მინისტრის თქმითვე, აღნიშნულ პროგრამებსა და პროექტებზე ჯამურად მიიმართება ბიუჯეტის რესურსის 88%, ხოლო 12%-ით ფინანსდება ყველა სხვა უწყება და პროგრამა, მათ შორის, სასამართლოები, ცესკო, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელფასები და სხვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)