17:42 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 17:54:56, 728 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი

2024 წელს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, ჯამში, გათვალისწინებულია 6 მილიარდ 460 მილიონი ლარი. მისი თქმით, ბოლო 4 წელიწადში სოციალური პროგრამების დაფინანსება გაზრდილია თითქმის 80%-ით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.

ხუციშვილის თქმით, 2024 წელს 3 მილიარდ 930 მილიონი ლარი გათვალისწინებულია პენსიებისა და სახელმწიფო კომპენსაციების დაფინანსებისთვის; 1 მილიარდ 519 მილიონი ლარია გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებებისთვის; 430 მილიონი ლარი მიიმართება საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე; მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 300 მილიონ ლარს; დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილია 104 მილიონი ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის კანონით განსაზღვრული გასაცემლების დასაფინანსებლად, გათვალისწინებულია 102 მილიონი ლარი; 76 მილიონი ლარი მიიმართება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების დაფინანსებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics