|
2023-12-12 20:46:58, 735 ნახვა
მსოფლიო
კირბი - ზუსტი დროა ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის, რათა უკრაინელებმა გაიგონ, რომ მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის ძალიან ზუსტი დროა, არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. როგორც კირბი აღნიშნავს, ზუსტი დროა, უკრაინელებმა გაიგონ, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს. "ეს შანსია პრეზიდენტისთვის, პრეზიდენტ ზელენსკისგან ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ გაიგოს, ასევე შანსია ნათელი გავხადოთ პრეზიდენტ ზელენსკისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომ მათი მხარდაჭერის გაგრძელებას ვაპირებთ, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან დრონებითა და რაკეტებით გაზრდილ თავდასხმებს ვხედავთ", - განაცხადა კირბიმ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ, 11 დეკემბერს ჩავიდა.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)