19:50 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 16:22:40, 749 ნახვა

მსოფლიო
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სირიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ავრცელებს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, ე.წ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია „საერთაშორისო და ორმხრივი - აფხაზურ-სირიული - დღის წესრიგის საკითხების“ განხილვა.

მათივე ინფორმაციით, არძინბა, სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად, დამასკოში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს ეწვია და „სირიელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო“, შემდეგ კი, სირიის სამხედრო მუზეუმი დაათვალიერა და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics