|
2023-12-11 13:55:21, 781 ნახვა
საზოგადოება
NDI - მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 69% - NATO-ში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. შეკითხვაზე: მისაღებია, თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? პასუხები შემდეგ ნაირად გადანაწილდა:
კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი - ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. კვლევის მიხედვითვე, მცირედი ვარდნის მიუხედავად, ნატოს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. შეკითხვაზე : მისაღებია, თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი? პასუხები შემდეგ ნაირად გადანაწილდა:
კვლევის თანახმად, ნატოს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში, ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა. ცნობისთვის, NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)