|
2023-12-11 11:59:46, 756 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ, დუბაიში, იაპონიის ინიციატივით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ შეხვედრას, რომელიც იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრ იტო შინტაროს მოწვევით გაიმართა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. უწყების ცნობითვე, ოთარ შამუგიამ დადებითად შეაფასა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის ფარგლებში (JCM) იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობა. „2022 წელს საქართველოს და იაპონიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ თანამშრომლობის გასაფართოებლად და ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის შექმნისთვის. იგეგმება ერთობლივი კომიტეტის შექმნა, რომელიც შედგება ორივე მთავრობის წარმომადგენლებისგან. კომიტეტს ექნება ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის განხორციელების მანდატი. ასევე, ვგეგმავთ ერთობლივი კომიტეტის შეხვედრას, რათა საპროექტო ციკლის პროცედურებს მიეცეთ ფორმალური სახე, რაც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში JCM-ის სქემის ფარგლებში ემისიების შემცირების პირველი პროექტები განხორციელდეს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენცია (COP28) არის კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმა, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში 100 000 მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები. გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციას (COP28), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)