|
2023-12-09 13:21:45, 722 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ
პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2023-2024 სასწავლო წელსაც გაგრძელდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან გამართეს შეხვედრა და თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს, - ამის შესახებ აღნიშნლია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთ აქტუალურ თემას თავდაცვის ძალების კოდექსში გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის სხვადასხვა შესაძლებლობა წარმოადგენდა. სტუდენტებმა ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს. "თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე შეხვდნენ. პარალელურად, ჯარისკაცები რეგიონებში მდებარე უნივერსიტეტებს სტუმრობენ. მიმდინარე სასწავლო წელს სამხედროების მხრიდან სტუდენტებთან ინფორმაციულ შეხვედრებს დედაქალაქის გარდა, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, თელავის, გორის, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტები უმასპინძლებენ, სადაც ახალგაზრდებს სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით სკოლებშიც აქტიურად მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)