|
2023-12-07 14:13:18, 1248 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ლოიდ ოსტინისა და რუსტემ უმეროვს შორის შეხვედრა პენტაგონში, დახურულ კარს მიღმა გაიმართა. "მხარეებმა უკრაინის 2024 წლის სტრატეგიული მიზნები და ოპერაციების გეგმა განიხილეს. გარდა ამისა, მინისტრებმა ერთობლივი თავდაცვის თანამშრომლობის განვითარება და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში ინვესტიციების მოზიდვაც განიხილეს“, - წერს მედია. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინისადმი მხარდაჭერის, უკრაინის არმიის ნატოს სტანდარტების მიხედვით წვრთნისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის საკითხები. "უკრაინამ კონტროლი აღადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესობაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას გრძელ ვადაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც დაგვეხმარებიან," - განაცხადა ლოიდ ოსტინმა შეხვედრის დაწყებამდე. ამასთან, როგორც პენტაგონის მიერ გავრცელებული განცხადებაში ვკითხულობთ, ორმხრივი მოლაპარაკებები მინისტრებს შორის, გასულ თვეს კიევში გამართული შეხვედრების გაგრძელებაა და მოიცავს უკრაინის სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)