|
2023-12-07 12:26:49, 820 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი უკრაინა-ისრაელის დახმარების კანონპროექტის დაბლოკვაზე - „რესპუბლიკელების“ მოთხოვნები პოლიტიკური შანტაჟია
"რესპუბლიკელების“ მოთხოვნები პოლიტიკური შანტაჟია, - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის სენატის მიერ უკრაინისა და ისრაელის დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვას. ბაიდენის თქმით, "რესპუბლიკელები" უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრებიან, თუკი ისინი ვერ შეძლებენ მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. "რესპუბლიკელები" კონგრესში იმუქრებიან უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტით, თუ ვერ შეძლებენ მათი უკიდურესად მიკერძოებული სასაზღვრო პოლიტიკის გატარებას. ეს სუფთა პოლიტიკური შანტაჟია. ფსონი ძალიან მაღალია და შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარზე არსებული პოლიტიკური ბალანსისთვის", - წერს ბაიდენი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა. კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები არქონა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)