|
2023-12-07 09:44:01, 814 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთში პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. როგორც რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" იტყობინება, პუტინი ქვეყნის დედაქალაქ ერ-რიადში პრინც მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა პრინცს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მეგობრობას "ხელს ვერაფერი შეუშლის". კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. "ზუსტად ვერ ვიტყვი, რა საკითხები განიხილეს, მაგრამ ცხადია, რომ ეს შეეხებოდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს და ასევე, საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა მგრძნობიარე საკითხებს",- უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ. მისივე თქმით, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ერთობლივ სამშვიდობო ინიციატივებზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საუდის არაბეთამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა. პუტინმა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქ აბუ-დაბიში ქვეყნის ლიდერთან, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან მოლაპარაკებები გამართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)