|
2023-12-06 09:19:58, 1011 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს - სად ჯანდაბაში ხართ
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უფლებადამცველ და ქალთა ორგანიზაციებს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" მიერ ისრაელელი ქალების მიმართ ჩადენილი გაუპატიურებებისა და სხვა სისასტიკეების შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ. თელ-ავივში თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და ომის კაბინეტის წევრ ბენი განცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის გათავისუფლებულ მძევლებს და მძევლად მყოფთა ნათესავებს შეხვდა. "მე მოვისმინე ძალადობის გულისამაჩუყებელი ისტორიები. მე გავიგე სექსუალური ძალადობისა და სასტიკი გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ",- ამბობს ნეთანიაჰუ და დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ქალთა და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთება აღნიშნულის თაობაზე არ გაუგია. "ჩუმად ხართ, რადგან ისინი ებრაელი ქალები არიან?! მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, მათ მიმართ საშინელი სისასტიკისა და სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ? მე ველოდები, რომ ყველა ცივილიზებული ლიდერი, მთავრობა, ერი ილაპარაკებს ამ სისასტიკის წინააღმდეგ",- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)