23:03 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 09:30:50, 762 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „რესპუბლიკელი“ დეპუტატი ჯორჯ სანტოსი კონგრესიდან გარიცხა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, კენჭისყრას 311-მა კონგრესმენმა 114-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

გამოცემის ცნობითვე,  2023 წლის მაისში, ჯორჯ სანტოსს ბრალი თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში წაუყენეს. ამასთან, მას წარმომადგენელთა პალატაში ცრუ განცხადებების გაკეთებაშიც ადანაშაულებენ. თუმცა, სანტოსი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

CNN-ის ცნობითვე, ნიუ იორკელი სანტოსი მეექვსე ადამიანია კონგრესის ისტორიაში, რომელიც წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს.

ცნობისთვის, ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. 

კონგრესმენის მანდატის მიღების შემდეგ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. კერძოდ, მას განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ მოცემულ ინფორმაციაში ედავებოდნენ. ასევე, კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში.

ამასთან, პროკურატურის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის მიღებულ თანხებს ის პირადი მიზნებისთვის ხარჯავდა. 

სანტოსმა აღიარა, რომ თავისი რეზიუმე "შეალამაზა," თუმცა თანხების მითვისებასა და სხვა დანაშაულებს უარყოფდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics