|
2023-12-01 13:48:34, 1018 ნახვა
საზოგადოება
ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ
დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცონ, გაჩერდნენ, - ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" "მაღაროელის" გვერდზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა და ანაზღაურების გაზრდა იყო, თუმცა, "ჯორჯიან მანგანეზი" ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით მაღაროელების მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. "გაფიცვის პერიოდში დარკვეთის მაღაროს ჰქონდა მოთხოვნა გადასულიყვნენ 12-საათიან "ვახტურ რეჟიმზე." 5 თვის გასვლის შემდეგ არ შეცვლიათ სამუშაო პირობები. პირიქით, გაუუარესდათ. კომპანიას ჰქონდა პირობა დადებული, რომ დარკვეთის მაღაროს გაუუმჯობესებდნენ სამუშაო გარემოს, თუმცა 5 თვის შემდეგაც ვხედავთ, რომ იგივე პრობლემებია. გვქონდა შეხვედრა სამშაბათ დღეს დარკვეთის თანამშრომლებთან საინიციატივო ჯგუფს. ასევე, იქ ამობრძანდა ბატონი ბარაბახი და იქ საერთო შეთანხმებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ დარკვეთის მაღარო გადავიდოდა 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამავდროულად, მან დადო პირობა, რომ არცერთი თანამშრომელი, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული გვირაბგამყვანის ჩათვლით, არ დატოვებდა სამსახურს. ყველა კადრი იქნებოდა შენარჩუნებული. მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომ ვერ მოუმატებდნენ ხელფასს...ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე... დღეს მოვიდა ასეთი ინფორმაცია, რომ თუ გვინდა, ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდის სატარიფოს, სახელფასო ანაზღაურებას, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი...ამიტომ, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცონ, გაჩერდნენ", - განაცხადა მაღაროელმა ვიდეომიმართვაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)