23:51 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-01 09:28:21, 898 ნახვა

მსოფლიო
IDF - „ჰამასმა“ წითელ ჯვარს 6 მძევალი გადასცა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" წითელ ჯვარს 6 მძევალი გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

IDF-ის ცნობით, მძევლები ახლა წითელი ჯვრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ისრაელისკენ მიემართებიან.

"წითელი ჯვრის მიერ მოწოდებული ინფორმაციას მიხედვით, 6 ებრაელი მძევალი უკვე გადაჰყავთ ისრაელის ტერიტორიაზე", - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 24 ნოემბერს ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა პალესტინელი პატიმრები გაათავისუფლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics