|
2023-11-30 16:32:55, 789 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს
„თიბისის" მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა და ანტრეპრენერობის პრინციპების გაცნობასა და პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე მუშაობის შესაძლებლობის შექმნას. მარათონში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციის გამოგზავნას გულისხმობდა, უკვე დასრულდა. შერჩეული გუნდები შემდეგ ეტაპზე გადავლენ და ტრენერებთან ერთად ბიზნეს იდეის ძირითად საკითხებს დაამუშავებენ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები უხელმძღვანელებენ. „თიბისი" ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია პარტნიორობს აღნიშნულ პროექტთან. „თიბისისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, „თიბისი" ახალი თაობისთვის სტარტაპერთან ერთად მარათონში მონაწილე შერჩეულ გუნდს დააჯილდოვებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)