|
2023-11-30 11:38:48, 676 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვა - დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია იძულებით გადაადგილებულ 1 335 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის ვადაში, თავად შეარჩევენ. „პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება და 2023 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1300-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა. 2025 წლის ბოლომდე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 6000 დევნილი ოჯახი განსახლდება. შესყიდული სახლების უმეტესობა თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს სოფლად დაფუძნდნენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაიჩინონ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)