|
2023-11-28 12:51:21, 697 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო - მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, მიზნობრივი პროგრამა 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც განხორციელდება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარით განისაზღვრა. "თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. ამ მიზნით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ. პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში. მიზნობრივი პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე მოსარგებლის 44 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. მიმდინარე წელს ფერმერებმა მიიღეს, დაახლოებით, 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება, თხილის ბაღების მოვლის საშუალებების შესაძენად",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)