|
2023-11-26 14:41:18, 943 ნახვა
მსოფლიო
ჰაგარი - მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა - გადავწყვიტეთ, ყველა გზა გამოვიყენოთ
მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ჰაგარის თქმით, ისრაელი ამ მოვალეობის შესასრულებლად ყველა გზას გამოიყენებს. "ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს შუამავლების ჩართულობით. მძევლების დაბრუნება ჩვენი მორალური ვალდებულებაა. მტკიცედ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ყველა გზა ამ მოვალეობის შესასრულებლად. პროგრესის შესახებ ვაცნობებთ ოჯახებს და საზოგადოებას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება," - ამბობს ჰაგარი. ცნობისთვის, მძევლების გათავისუფლების პირველი რაუნდი 24 ნოემბერს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, "ჰამასმა" 24 მძევალი გაათავისუფლა. პირველი რაუნდის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობიდან ასევე გათავისუფლდა 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მოქალაქე, რომელთა სანაცვლოდაც ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)