|
2023-11-24 14:38:52, 991 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, შვედეთში იმყოფებოდნენ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით შვედეთში იმყოფებოდნენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრები შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოში გაიმართა. "მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე მიდგომების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და კონსერვაციის, ეკოტურისტული საქმიანობისა და სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზის მიმართულებებით. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს. შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ნათია ბერიძე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ირაკლი ხუცურაულს შეხვდნენ. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთის გარემოსდაცვითი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის საკითხებს. როგორც ირაკლი ხუცურაულმა აღნიშნა, შვედეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხს და მხარს უჭერს სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებას - აღნიშნული მხარდაჭერის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ წარმატებით ხორციელდება 2021 წლიდან. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება, მათ შორის, გაიხსნა 2 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური. 2023 წლის ბოლომდე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, ჯამში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებული აღნიშნული აქტივობები დადებითად შეფასდა ევროკავშირის მოხსენებაში",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)